ისტორიკოსი ნინო აბულაძე. Технологии Blogger.
RSS

ძველი თბილისი


              
                                თბილისი ფეოდალური ქალაქი

   
თბილისი 1671 წელი
ფრანგი მოგზაურის შარდენის წიგნში მოთავსებული ნახატი
”თბილისი მთელი მხარის გამოხატულებაა, მისი გაცნობით, შეგიძლიათ მიულოცოთ თავს, რომ იცნობთ საქართველოს”.
”თბილისი საუკუნეთა განმავლობაში დიდი საქარავნო გზის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი , ”საქართველოს გული” და ”ალაყაფის კარი” იყო....
 X საუკუნეში, ადრეფეოდალურ ხანის დასასრულს, თბილისი უკვე მჭიდროდ დასახლებული ჩამოყალიბებლი ფეოდალური ქალაქია. შუა საუკუნეების მანძილზე თბილისის ეკონომიკურ - გეოგრაფიული მდებარეობა ხელსაყრელი რჩებოდა. თუმცა XIII მეორე მეოთხედიდან მოყოლებულმა საგარეო და საშინაო ფაქტორებმა, საქართველოს ერთიანი სამეფოს ცალკეული სამეფო-სამთავრეობად დაქუცმაცებამ, ამიერკვკასიაზე გამავალი სავაჭრო გზების სამხრეთით გადანაცვლებამ ფეოდალური ქალაქის განვითარებაზე უარყოფითი გავლენა იქონია. XV ს კვლავ გაზლიერდა თბილისის სავაჭრო ფუნქცია. ამ პერიოდში ქალაქი კვლავ წარმოადგენდმნიშვნელოვან სატრანზიტო პუნქტს.   
   შუა საუკუნეების მოგზაურები აღნიშნავენ, რომ თბილისი თავისი გარეგანი ხედით და ყოფის შინაგანი რეალიებით ინდივიდიალურია
აღმოსავლურ უბნებში ევროპულია ჩაქსოვილი, ხოლო ევროპულში - აღმოსავლურიო.
ფრანგი მოგზაურის ტურნეფორის ნახატი
ძველი თბილისი. 1701 წ.
”თუ მამადავითის მთაზე ახვალთ და გადახედავთ თბილისს ნარიყალის ციხის კალთების გასქვრივ თქვენი მხედველობის წინაშე გადაიშლებ ჩვენი დედაქალაქის ის ნაწილი, რომელსაც ძველი თბილისი ეწოდება. ნახევრად დანგრეული კდლებ ნამაგდარი ციხისა მ ტის მაღლობიდან ქვევით ეშვება, მაგრამ შუ გზაზე სწყდება. თუ ამ ნანგრევებს გონების თვალით გააგრძელებთ, ხაზი დაშვება მტკვრისაკენ და გავა მეტეხის ციხის პირდაპირ. ეს იქითა მხარეა. აქეთა მხარის გალავანი კი, დაახლოებით ძველი სემინარიის გვერდით რომ არის დაქანებული ეს ნარიყალის დუღაბიც მტკვარში ჩადიოდა.
აი ამ რკალშია მოთავსებული ძველი თბილისი……..!”/ი.გრიშაშვილი/
     XIX ს. დამდეგს თბილისი ნამდვილი აზიური ქალაქი იყო. ”ქუჩები იმდენად ვიწროა, რომ ურემს გავლა შეუძლიათ ზოგიერთ მათგანზე, რომელიც შედარებით ფართოა. უფრო ვიწრო ქუჩებსი ზლივს გაივლის ცხენოსანი , ხოლო მაშინ, როდესაც ეს ქუჩები ტალახით არის დაფარული, ორი ქვეითად მიმავალიც კი გზას ვერ აუქცევს ერთირთს”,- წერდა კლაპროტი.
   
სიონის კათედრალი
1870 წ.
   სახლების უმრავლესობა მიწით ან კირით შეწებებული შენდებოდა ქვისა და აგურისაგან. მოგზაური ალექსანდრე ნეგრის აღწერით,”აქაური სახლი წარმოადგენს ცოტად თუ ბევრად მოზრდილ ოთხკუთხედს, რომელსაც რამდენიმე სარკმელი აქვს დატანებული ….. შიგნით ბნელა….შესავალი თითქმის ყველა სახლს ძლიან პატარა აქვს. სახლების სახურავი ბრტყელია და მიქით არის დაფარული.. სახლების უმეტესობა თაღიანია, ხილო თაღს შუა დატანებული აქვს სარკმელი შენობის გასნათებლად. უფრო შეძლებულნი თავიანთ სახლებს ზემოდან ადგამენ ”დარბაზებს”, ე.ი. საკმაოდ ვრცელ თაღებს. ამ თაღებქვეშ მოქცეული ოთახები ყველაზე დიდი და საუკეთესო მთელ სახლში.დღის სინათლე აქ ჩადის მხოლოდ მაღლიდან. ამგვარი სადგომი, მართალია, ოდნავ ბნელი და ნაკლებად მიმზიდველია, მაგრამ ზაფხულის დიდ სიცხეებში ყველაზე გრილია”.
     XIX ს-ზე ადრინდელი საცხოვრებელი სახლები თბილისში აღარ დარჩენილა, მაგრამ ვიწრო მიხვეულ-მოხვეული ქუჩები და შესახვევები, ციცაბო ღმარტები და კიბეები არსებითად ისეთივე დარჩა, როგორც საუკუნეთა განმავლობაში იყო.
     თბილისის რეკონსტრუქცია ახალი ტიპის ქალაქად XIX ს-ის დამდეგიდანვე დაიწყო. ფართოვდებდა და ქვაფენილებით იფინებოდა ქუჩები, შენდებოდა სახელმწიფო და კერძო სახლები. როგორც გამბა აღნიშნავდა, ”საკმაო იყო სამი წელიწადი, რომ ძველ ქალაქს, რომელიც მთელი თავისი ნანგრევებით მოწმბდა აზიური თვითნებობის რეჟიმს, მისცემოდა ევროპული ქალაქის…………… ახალ ქალაქში, სადაც ბევრი თავისუფალი ადგილიც, გაჰყავთ სამოცი ფუტის სიგანის ქუჩები, მშვენიერი მოედნები,ყაზარმები, რომლებიც ააგეს ნაწილი ცეცხლში გამომწვარის და ნაწილიც მზზე გამომშრალი აგურისაგან……..”
   სულ მალე თბილისმა ახალი ლამაზი ქალქის იერი მიიღო. ”ჩვენი თბილისის ქალაქი პატარა პარიზი შეიქმნა…..ახლა საითაც მიიხედო: სამი და ოთხი ეტაჟი ჩინებული მაგაზინები. ღამით გაივლის კაცი, თითქოს ცეცხლი ეკიდებაო, ქუჩებში ნახავთ აეთ- იქით ამწვანებულ ხეებს, ასე რომ, მაღლიდან კაცმა გადმოხედოს, იტყვის ტელი ქალაქი ბაღში აშენებულაო”, - აღნიშნავდა ჟურნალ ცისკარი 1870 წელს/
განსაკუთრბულ მიმზიდველობას ანიჭებს ძველ უბნებს თავისებური ”თბილისური” საცხოვრებელი სახლებიც.
    ქალაქური სახლი, ძირითადად ორსართულიანია, შიდა ეზოთი, რომლის გარეშე აივნებია; ესენი საცხოვრებელ ოთახებს აკავსირებენ სამეურნეო დანიშნულების სათავსებთან, კრამიტმა თანდათან ადგილი დაუთმ თუნუქის გდახურვას.
ქუჩის სამ-ხუთ თაღიანი აივნები აჟურული, ხან კი რიკულებიანი მოაჯირებითაა, კარ სარკმლის თეთრი მოჩარჩოება ამპირის სტილისაა, ფონები ცისფრად და ღია მწვანედ არის შეფერილი.
   /რაც შეეხება ზემოთ მოხსენებულ” დარბაზს” , თბილისში იგი შემოგვრჩა ავლაბარში - ე.წ. ფორაქიშვილების დარბაზი/

გსურთ, ძველი თბილისის ცხოვრების ამსახველი სურათები თქვენს თვალქინ გაცოცხლდეს გადავშალოთ იმდროინდელი გაზეთი ’კავკაზი”.
ავლაბარი. ღვინის აღმართი
ერმაკოვის ფოტო. 1900 წ.
”როგორც კი აენთება ცისკარი, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე დიდი ხნით ადრე, ხალხი რაღაც ჯადოსნური ძალით იღვიძებს და გუნდ-გუნდად მიეშურება მოედნისაკენ აქ დაინახავთ მუშების წყებას. დურგლებს, კალატოზებს, თულუხჩებს,კურტნიან მუშებსხედავთ სოფლელ დედაკაცთა გროვას, რმელთაც წინ ყდევთ ქოთნები მაწვნით, კალათები შინაური ფრინველებით, წამწკრივებულნი, ფეხმორთხმულნი სხედან ეს ქალები და რაღაცას გატაცებით მოუთხრობენ ერთმნეთს. აი, მოიზლაზნება მწკრიბი სახედრებისა დატვირთული შეშით, ნახღირით, ხილით და მწვანილით სავსე კალათებითა და ტომრებით სახედრების გამოცენისას მაშინვე იკრიბებიან ხეჯზე მოვაჭრე გადამყიდველბი, მედუქნენი, დიასახლისები და უსაქმოდ მოხეტიალე ფალან მოკიდებული მუშები, უეჭველი მოწმენი ყოველი თავყრილობისა”
       ”ხალხი მოძრაობს, ხმაურობს, ფუსფუსებს, ერთმანეთში ირევიან კოსტუმები, სახეები, მორთულობანი. ქართველი , სპარსელი, ოსი, ლეკი. ჩოხები, ცექეზურები, ზალმები, ნაბდები სწრაფად ელავენ თვალწინ და ვერც კი ასწრებთ გამვლელთა დათვალიერებას. აი , ქალაქის გარეუბნებიდან მოსული ქალები კარაქით, რბოთი, ლორითა და რძით. აი, ქართველი ებრაელები, ფართლის, ქაჯთა ხელსაქმის, ტუალეტის, საწვრილმანოთა დამტარებელნი”/1846, ნოემ.23/
    წარმოიდგინეთ გრძელი, ოდნავ გამრუდებული და ვიწრო ქუჩა, რომლის ორივე მხარეზე ჩამწკრივებულია პატარა დუქნები სახურავებით, რომლებიც ერთსა და იმავე დროს ქუჩასაც ახურავს. აქ იშოვება ყოველგვარი სახის სურსათ-სანოვაგე და სავაჭრო საქონელი. განსკუთრებით თვალში გხვდებათ ქართული და სპარსული ხალიჩები, შალბი, აბრეშუმი, ფირუზბი.ბოსტნეული,ყურძენი, ბროწეული, კომში და სხვა აკიდოებათ არის ჩამწკრივებული ქუჩის გასწვრივ.
   სხვადასხვანაირი ეროვნება და ტანისამოსი ირევა ერთმანეთში.”ეროვნულ ტანისამოსში, მუნდირებსა და ფრაკებში გამოწყობილი ოსმალები,პარსლები, გერმანელები, ინგლისელები, მთიელები, სომხები, ქართველები და სხვანი, ევროპლი ეტლები, გერმანული ფორშპანები,ქართული ურმები, საპალნიანი კამეჩები, ხარები, აქლემები, სახედრები - ყოველივე ეს ყოველ წუთს განუქყვეტელ პანირამად იშლება თვალწინ და ორიგინალურ სურათს იძლევა”.

                                                                                   /”ძველი თბილისი” , 1930 წ. გ.87-88/


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS