თბილისი ფეოდალური ქალაქი
თბილისი 1671 წელი ფრანგი მოგზაურის შარდენის წიგნში მოთავსებული ნახატი |
”თბილისი საუკუნეთა განმავლობაში დიდი საქარავნო გზის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი , ”საქართველოს გული” და ”ალაყაფის კარი” იყო....
X საუკუნეში, ადრეფეოდალურ ხანის დასასრულს, თბილისი უკვე მჭიდროდ დასახლებული ჩამოყალიბებლი ფეოდალური ქალაქია. შუა საუკუნეების მანძილზე თბილისის ეკონომიკურ - გეოგრაფიული მდებარეობა ხელსაყრელი რჩებოდა. თუმცა XIII მეორე მეოთხედიდან მოყოლებულმა საგარეო და საშინაო ფაქტორებმა, საქართველოს ერთიანი სამეფოს ცალკეული სამეფო-სამთავრეობად დაქუცმაცებამ, ამიერკვკასიაზე გამავალი სავაჭრო გზების სამხრეთით გადანაცვლებამ ფეოდალური ქალაქის განვითარებაზე უარყოფითი გავლენა იქონია. XV ს კვლავ გაზლიერდა თბილისის სავაჭრო ფუნქცია. ამ პერიოდში ქალაქი კვლავ წარმოადგენდმნიშვნელოვან სატრანზიტო პუნქტს.
შუა საუკუნეების მოგზაურები აღნიშნავენ, რომ თბილისი თავისი გარეგანი ხედით და ყოფის შინაგანი რეალიებით ინდივიდიალურია
აღმოსავლურ უბნებში ევროპულია ჩაქსოვილი, ხოლო ევროპულში - აღმოსავლურიო.
ფრანგი მოგზაურის ტურნეფორის ნახატი ძველი თბილისი. 1701 წ. |
აი ამ რკალშია მოთავსებული ძველი თბილისი……..!”/ი.გრიშაშვილი/
XIX ს. დამდეგს თბილისი ნამდვილი აზიური ქალაქი იყო. ”ქუჩები იმდენად ვიწროა, რომ ურემს გავლა შეუძლიათ ზოგიერთ მათგანზე, რომელიც შედარებით ფართოა. უფრო ვიწრო ქუჩებსი ზლივს გაივლის ცხენოსანი , ხოლო მაშინ, როდესაც ეს ქუჩები ტალახით არის დაფარული, ორი ქვეითად მიმავალიც კი გზას ვერ აუქცევს ერთირთს”,- წერდა კლაპროტი.
სიონის კათედრალი 1870 წ. |
XIX ს-ზე ადრინდელი საცხოვრებელი სახლები თბილისში აღარ დარჩენილა, მაგრამ ვიწრო მიხვეულ-მოხვეული ქუჩები და შესახვევები, ციცაბო ღმარტები და კიბეები არსებითად ისეთივე დარჩა, როგორც საუკუნეთა განმავლობაში იყო.
თბილისის რეკონსტრუქცია ახალი ტიპის ქალაქად XIX ს-ის დამდეგიდანვე დაიწყო. ფართოვდებდა და ქვაფენილებით იფინებოდა ქუჩები, შენდებოდა სახელმწიფო და კერძო სახლები. როგორც გამბა აღნიშნავდა, ”საკმაო იყო სამი წელიწადი, რომ ძველ ქალაქს, რომელიც მთელი თავისი ნანგრევებით მოწმბდა აზიური თვითნებობის რეჟიმს, მისცემოდა ევროპული ქალაქის…………… ახალ ქალაქში, სადაც ბევრი თავისუფალი ადგილიც, გაჰყავთ სამოცი ფუტის სიგანის ქუჩები, მშვენიერი მოედნები,ყაზარმები, რომლებიც ააგეს ნაწილი ცეცხლში გამომწვარის და ნაწილიც მზზე გამომშრალი აგურისაგან……..”
სულ მალე თბილისმა ახალი ლამაზი ქალქის იერი მიიღო. ”ჩვენი თბილისის ქალაქი პატარა პარიზი შეიქმნა…..ახლა საითაც მიიხედო: სამი და ოთხი ეტაჟი ჩინებული მაგაზინები. ღამით გაივლის კაცი, თითქოს ცეცხლი ეკიდებაო, ქუჩებში ნახავთ აეთ- იქით ამწვანებულ ხეებს, ასე რომ, მაღლიდან კაცმა გადმოხედოს, იტყვის ტელი ქალაქი ბაღში აშენებულაო”, - აღნიშნავდა ჟურნალ ცისკარი 1870 წელს/
განსაკუთრბულ მიმზიდველობას ანიჭებს ძველ უბნებს თავისებური ”თბილისური” საცხოვრებელი სახლებიც.
ქალაქური სახლი, ძირითადად ორსართულიანია, შიდა ეზოთი, რომლის გარეშე აივნებია; ესენი საცხოვრებელ ოთახებს აკავსირებენ სამეურნეო დანიშნულების სათავსებთან, კრამიტმა თანდათან ადგილი დაუთმ თუნუქის გდახურვას.
ქუჩის სამ-ხუთ თაღიანი აივნები აჟურული, ხან კი რიკულებიანი მოაჯირებითაა, კარ სარკმლის თეთრი მოჩარჩოება ამპირის სტილისაა, ფონები ცისფრად და ღია მწვანედ არის შეფერილი.
/რაც შეეხება ზემოთ მოხსენებულ” დარბაზს” , თბილისში იგი შემოგვრჩა ავლაბარში - ე.წ. ფორაქიშვილების დარბაზი/
გსურთ, ძველი თბილისის ცხოვრების ამსახველი სურათები თქვენს თვალქინ გაცოცხლდეს გადავშალოთ იმდროინდელი გაზეთი ’კავკაზი”.
ავლაბარი. ღვინის აღმართი ერმაკოვის ფოტო. 1900 წ. |
”ხალხი მოძრაობს, ხმაურობს, ფუსფუსებს, ერთმანეთში ირევიან კოსტუმები, სახეები, მორთულობანი. ქართველი , სპარსელი, ოსი, ლეკი. ჩოხები, ცექეზურები, ზალმები, ნაბდები სწრაფად ელავენ თვალწინ და ვერც კი ასწრებთ გამვლელთა დათვალიერებას. აი , ქალაქის გარეუბნებიდან მოსული ქალები კარაქით, რბოთი, ლორითა და რძით. აი, ქართველი ებრაელები, ფართლის, ქაჯთა ხელსაქმის, ტუალეტის, საწვრილმანოთა დამტარებელნი”/1846, ნოემ.23/
წარმოიდგინეთ გრძელი, ოდნავ გამრუდებული და ვიწრო ქუჩა, რომლის ორივე მხარეზე ჩამწკრივებულია პატარა დუქნები სახურავებით, რომლებიც ერთსა და იმავე დროს ქუჩასაც ახურავს. აქ იშოვება ყოველგვარი სახის სურსათ-სანოვაგე და სავაჭრო საქონელი. განსკუთრებით თვალში გხვდებათ ქართული და სპარსული ხალიჩები, შალბი, აბრეშუმი, ფირუზბი.ბოსტნეული,ყურძენი, ბროწეული, კომში და სხვა აკიდოებათ არის ჩამწკრივებული ქუჩის გასწვრივ.
სხვადასხვანაირი ეროვნება და ტანისამოსი ირევა ერთმანეთში.”ეროვნულ ტანისამოსში, მუნდირებსა და ფრაკებში გამოწყობილი ოსმალები,პარსლები, გერმანელები, ინგლისელები, მთიელები, სომხები, ქართველები და სხვანი, ევროპლი ეტლები, გერმანული ფორშპანები,ქართული ურმები, საპალნიანი კამეჩები, ხარები, აქლემები, სახედრები - ყოველივე ეს ყოველ წუთს განუქყვეტელ პანირამად იშლება თვალწინ და ორიგინალურ სურათს იძლევა”.
/”ძველი თბილისი” , 1930 წ. გ.87-88/