თბილისის მოსახლეობა მუდამჭრელი და მრავალფეროვანი იყო. ხანგრძლივი დროის მანძილზე ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ ქართველები და სომხები /ქართველების შემდეგ თბილისის მოსახლეობის ყველზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს შეადგენდნენ სომხები/, ებრაელბი და აზერბაიჯანელები, სპარსელები, ქურთები, დაღესტნელები. XIX საუკუნეში გაჩნდა რუსებისა და გერმანელების უბნები. ჩამოსახლდნენ ოსები, ბერძნები…..
ძველი თბილისის თითოეულ უბანში ცხოვრობდა უპირატესად ერთი რომელიმე ეროვნების მოსახლეობა. ასეთი უბნები ჰქონდათ სპარსელებს, ებრაელებს, სომხებს და ნაწილობრივ სხვაეროვნებათა წარმომადგენლებსაც.
ათეშქა - ათეშქა ცეცხლთაყვანისმცემელთა სალოცავის სახელწოდებაა იგი სპარსული ” ათეშ - ქიადე” - დან მოდის რაც ცეცხლის ტაძარს ნიშნავს.სპარსეთში , იეზიდში დღემდე შემორჩენილ ათეშ- ქიადეში ცეცხლი ანთია ნახევრად ჩაბნელებულ სალოცავში, საფეხურებზე შეყენებულ ბრინჯაოს ლანგრის ფორმის საცეცხლურზე. ცეცხლისთვის მხოლოდ ხეხილის შეშას იყენებენ, რის გამოც სათავსში სასიამოვნო, მოტკბო სურნელი ტრიალებს.
კლდისუბანში, ფეთხაინის სამრეკლოს სიახლოვეს, შემაღლებულ ადგილზე დგას ამოყვანილი ოთხკუთხა შენობა, ჩმონგრეული გადახურვით, რომლისგანაც ამარის მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი. პლატონ იოსელიანის ცნობით, აქ უძველეს დროიდან ცეცხლთაყვანისმცემელთა საკერპე - ათეშქა მდგარა. იგი, როგორც უძველესი ძეგლი, შემოუნახავთ ქართველ მეფეებს. XVII . 20-ან წწ ოსმალებს თბილისში ორი მეჩეთი აუგიათ, ერთი მათგანი - ძველი ათეშქას ადგილზე. თურქების განდევნის შემდეგ, ნადირ შაჰის ბრძანებით, ორივე დაუნგრევიათ 1735 წელს.
სეიდაბადი - აბანოების უბანს და მის მიმდებარე ტერიტორიის მე-17 საუკუნიდან სეიდაბადი ეწოდებოდა. ეს სიტყვა სპარსულია დასეიდების სამოსახლოს ან სეიდების უბანს ნიშნავს . ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ეს სახელწოდება იმის გამო , რომ აქ სპარსეთის შაჰს სეიდების ტომი ჩამუსახლებია.
ალექსანდერდორფი - 1818 წელს სოფ.აუკიას მიმდებარე ტერიტორიაზე ვიუტენბერგიდან გამისული გერმნელი კოლონისტები დასახლდნენ. ბაღებით და ბოსტნებით გარშემორტყმული ახლები ორ მწკრივად გასდევდნენ მთავარ ქუჩას/რიმ.პლეხანოვის პროსპექტის ხაზზე/ თბილისის ბაზრებზე რძის ნაწარმისა და ბოსტნეულის დიდი ნაწილი გერმანელებს გამოჰქონდათ . შემდგომში ალექსანდრედორფში გერმანელთა ეკლესია - კირხე შენდება.”აკურატულად შეთეთრებული კოტეჯების ორ რიგ შორის ფართო გზა გადის. ირგვლივ პატარა ბაღებია. სადღესასწაულო ტანსაცმელში გამოწყობილი მოსახლეობა ეკლესიისაკენ მიეშურება. ქალები, სუფთა ქუდებითა და წელამდე მოსასხამში მათი წითური თმებითა და ჭორფლიანი სახეებით, მართლაც ვერ შეეცილებოდნენ სილამაზეში თავიანთ შავთვალა მზობლებს”.
ბერძენხანა - თათრის მოედნის სამხრეთ - დასავლეთ ხაზზე განლაგებული დუქნების უკან წმ.ეკატერინეს სახელზე აგებული ბერძნული ეკლესია იდგა. იგი თემურ - ლენგის მიერ იქნა დანგრეული 1430 წ. მონასტერი აღუდგენიათ 1795 წლს აღა-მაჰმადხანის შემოსევის შედეგად ეკლესია კვლავ ნანგრევებში აღმოჩნდა პლატონ იოსელიანის ცნობით კვლავ აღუდგენიათ ეკლეია სინას მთიდან მოსულ ბერებს. მონასტერშივე მდგარა ბერძენი არქიმანდრიტის სასახლეც.
ვანქის უბანი - უბანმა სახელწოდება მიიღო სომხური მონასტრის ”ვანქის” გამო.
მალაკნების უბანი - XIX ს. 30 - წლებიდან დაიწყო რუსეთიდან სექტანტ - მალაკნების თბილისში გადმოსახლება.. თავდაპირველად რიყეზე სახლდებოდნენ, 50-იანი წლებიდან ისინი დასახლებას ქმნიან ახალი კუკიის ტერიტორიაზე, რკინიგზის გადაღმა.
ფრანგთა უბანი - ყოფილი პირველი მაისის ქუჩაზე კათოლიკური ეკლესია იდგა, რის გამო ქუძჩას ფრანგთა ქუჩას უწოდებდნენ, ხოლო ეკლესიის გარშემო დასახლებას - ”ფრანგთა უბანს”
”სხვადასხვა მოდგმისა და სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ძველი მოქალაქენი უმეტესწილად თბილისის განაპირა უბანში ცხოვრობდნენ; აქ ესენი უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, სწავლობდნენ ერთმანეთის ენას და ამ მუდმივი ურთიერთობის ზეგავლენით თბილისის ქართული ენაც განსაკუთრებულ ინდივიდუალურად და კოლორიტულ ელფერს იღებდა.
ეს ურთიერთზეგავლენა უფრო მეტად ძლიერდებოდა, იმით რომ თბილისი კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი იყო არამც თუ საქართელოს მკვიდრ მცხოვრებთათვის, არამედ გარეშეთათვისაც”
ი.გრიშაშვილი
”ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა”
0 коммент.:
Отправить комментарий