ისტორიკოსი ნინო აბულაძე. Технологии Blogger.
RSS

ამქრობა



 ჰამქარი სპარსული სიტყვაა და ნიშნავს თანამოსაქმეობას

ძველად ხელოსანთა პროფესიონალურ ორგანიზაციას “ამქარი” ეწოდებოდა. ასეთ კავშირს “ თაბუნი” ერქვა, ზოგჯერ “ასნაფიც”.
   ხელოსნობის თითოეულ დარგს საკუთარი ამქარი ჰყავდა. ამ ორგანიზაციაში შეეძლო შესვლა ყველა ადგილობრივ მცხოვრებ ხელოსანს, განურჩევლად წოდებისა და ეროვნებისა.
   ამქარს ჰყავდა თავის გამგეობა, რომელსაც განაგებდა უსტაბაში (ოსტატების თავი-თავმჯდომარე), რომელსაც კენჭისყრით ირჩევდნენ. ყველა ამქარს საკუთარი დროშა ჰქონდა, რომელზედაც გამოხატული იყო ფირი (გერბი, მბლემა). ეს ფირი წარმოადგენდა ამქრის სიმბოლოს. თითოეულ ამქარს თავისი მფარველი წმიმდანი ჰყავდა. ასე, მაგ. ხარაზების დროშაზე გამოხატული იყო ელია (ელია წინასწარმეტყველი), დაბადებისაზე -ღვთისმშობელი, სირაქებისაზე -ყურძნის მტევანი, ყასბებისაზე მამამისი თავისი ბატკნით, ხუროებისაზე - ნოეს კიდობანი.
ამქარი. ძველი თბილისი
თარიღი უცნობია

        ხუროებმა, ხარატებმა და დურგლებმა დავიდან დროშას შემდეგ მტრედიც მიუმატეს. ამ მტრედის ისტორია ასეთია: როცა ნათლიღება დღეს, მტკვრის პატარა ტოტში ჯვარს ჩაუშვებდნენ, გაიმართებოდა მტკვარში ცხენების ჯირითი. გაღმა ჯარი იდგა, გამოღმა-ქალაქის მოსახლეობა.ისროდნენ თოფებს, უკრავდნენ ზურნას და ამასთანავე მტრედების გუნდსაც აუშვებდნენ. ერთხელ “აფრენის” დროს მტრედი დურგლების დროშაზე დაჯდა; ხელოსნებმა ეს სასწაულად მიიღეს და მას შემდეგ დურგლების დროშაზე ვერცხლის პატარა მტრედიც ჩამოჰკიდეს.
        ამქარს ჰქონდა საკუთარი წესდება, სადაც, სხვათაშორის, სასტიკად იყო დაცული კოლეგიალობა. მაგ; არც ერთი ამქრის წევრი ხელს არ ახლებდა თავისი ამხანაგის მიერ დაწყებულ სამუშაოს.
     
 ქალაქის ღარიბი მოსახლეობა დიდ მნიშვნელობას აძლევდა ხელობას. ამიტომაც იყო, რომ ისინი თავიანთ მცირაწლოვან შვილებს ბალღობიდან მიაბარებდნენ ხოლმე შეგირდად რომელიმე ოსტატს. (შეგირდად მიბარების ასაკი მტკიცედ იყო განსაზღვრული, მაგრამ ჩვეულებრივად შეგირდის გაბარება იწყებოდა 8დან 10 წლამდე) მშობლების პირველი მიმართვა ოსტატისადმი ასე იწყებოდა: “ძვალი ჩემი, ხორცი შენი-გამიზარდე შვილი, ოსტატო.” შეგირდი, ვიდრე ქარგალი ბარდებოდა, თავისი ხელობის გარდა, ასრულებდა ყოველგვარ წვრილმან საქმესაც: უფროს ოსტატებს ხელზე ემსახურებოდა, დუქანს ჰგვიდა, სადილს სახლიდან დუქანში ეზიდებოდა. ოსტატი შეგირდს მხოლოდ პურს აჭმევდა და მის ჩაცმა-დახურვაზე ზრუნავდა.
        “ქარგლის” სახელწოდების მიღება თითქმის ოფიციალურად ხდებოდა: ხელოსანი ექსპერტადს მოიწვევდა უსტაბაშს, აღსაჰკალს, ამქრის რამდენიმე საპარიო წევრს, შეგირდის ნახელავს შეამოწმებდნენ და შესაფერის დასკვნას გამოიტანდნენ. თუ ნახელავი დამაკმაყოფილებელი იქნებოდა, ქარგლობის ხარისხი ეძლეოდა.
    ერთი დარგის ხელოსნის წარმოდგენელნი შეიკრიბებოდნენ სახელოსნოებთნ, აიღებდნენ დროშას და ზურნის დაკვრით გაემგზავრებოდნენ წინასწარ დანიშნულ რომელიმე ბაღში. დასალოცად გამზადებულნი იმით განირჩეოდნენ სხვა ამქრის წევრებისგან, რომ სადღესასწაულო კრებულს წინ მიუძღვოდნენ ალამდარის გასწვრივ, წელზე აბრეშუმის სარტყელ-შემოკრულნი. სარტყელში გამაგრებული ჰქონდათ საკუთარი ხელსაწყო იარაღი. მივიდოდნენ ბაღში, იქ ერთ მხარეს იდგა ვეებერთელა ქვაბი, რომელშიაც შილაფლავი მზადდებოდა, მეორე მხარეს-ლურჯი სუფრა იყო გაშლილი, რომელზედაც თეფშების ნაცვლად ვაზის, ლეღვის ან კომბოსტოს ფოთლები ელაგა, ხოლო ჭიქების ნაცვლად კი თიხის ფიალები იყო ჩამწკრივებული. სუფრის გარშემო ლაპლაპებდნენ წმინდა სანთლები, რომლებიც უეჭველად ძირამდე უნდა ჩამწვარიყო.
ხელოსნად დალოცვა ასე ხდებოდა:
     ახალგაზრდა ქარგლის ხელოსნად დალოცვაზე მოწვეული ჰყავდათ მღვდელიც, რომელიც დალოცვის წინ ხელოსანს ზნეობრივ დარიგებას აძლევდა, ხოლო უსტაბაში კი სამჯერ შემოჰკრავდა სილას(ეს იყო ატესტატის მიცემა ხელოსნისათვის). სილას სამჯერ არტყამდნენ: ჯერ მარჯვენა ლოყაზე, მერე მარცხენაზე და მესამედ ისევ მარჯვენაზე. უკანასკნელი სილა ყველაზე მაგარი და მწვავე უნდა ყოფილიყო.
   ამის შემდეგ სუფრას შემოუსხდებოდნენ და იმართებოდა ლხინი და სადილი.
ამქართა დღესასწაულზე დაჰკლავდნენ საღვთოს და ამზადებდნენ შილაფლავს. ეს შილაფლავი რიგდებოდა ღარიბღატაკთა შორის და ერთ კარგ მოზრდილ ქვაბს უგზაავნიდნენ პატიმრებს.
ამქრის წესდებაში აღნიშნული იყო ქვრივ-ობოლთა მოვლა-პატრონობა. ამქრის წევრები დაობლებულ ოჯახს მუდამ მზრუნველობით ეკიდებოდნენ. ქვრივს ყოველდღე მისდიოდა ხორაგი და არავინ იცოდა, თუ ვინ იყო მისი გამგზავნელი.
     ამქრობა ყარაჩოღელთა კულტი იყო.
არაჩოღელი - დარბაისელია, გულმართალი, პატიოსანი, რაინდი, გარეგნულად წარმოსადეგი პიროვნებაა, მხარბეჭიანი და ბრგე.
ყარაჩორელები 

ყარაჩოღელი ანუ ყარაჩოხელი ნიშნავს შავჩოხიანს. ყარაჩოღელს აცვია შავი შალის ჩოხა, გრძელკალთებიანი, მოკლე ნაოჭიანი და ორ ჩაქიანი. ჩოხის ნაპირებზედ მოვლებულია ბუზმენტის ბრტყელი ნაოჭიანი ჩაფარიში, შიგნიდან აცვიათ წითელი აბრეშუმის დოშლუღგაკეთებული და გულამოჭრილი პერანგი, ზედ-შავი ატლასის ან სატინის წვრილნაოჭიანი ახალუხი. მათი განიერი შარვალი, განსაკუთრებით ქობაჩი შავი შალისგან იკერებოდა. თავებში აბრეშუმის ფოჩებიანი ხონჯარი ჰქონდათ გაყრილი. ამ შარვლის ფართე ტოტები შიგნიდან ჰქონდათ ჩამაგრებული საცვეთების ჩარჩუბაღებში. საშინაოდ იცვამდნენ ქოშებს, სამაგიეროდ ხმარობდნენ ყაფაღიან წაღებს. მათი სამკაული იყო გობაკებიანი ქამარი, ქამარში-მწვანე ბაღდადი, “გალიბანდის ქუდი, წელში-ვერცხლის ჩიბუხი და ჩიბუხისთვის - ქისა
წეკოთი.
ყარაჩოღელს, თბილისის ამქრის წევრს, არავითარი კაპიტალი არ გააჩნდა. მო
ყარაჩოღელის ხმა - ტკბილია და შთამბეჭდავი, მიხვრა-მოხვრა მტკიცე, მისი მუსიკა დუდუკია. ყარაჩოღლის სიტყვა თამამია და გულუბრყვილო.
ძველად ყარაჩოღელს ჩვეულებად ჰქონდათ, წამწამს გამოიძრობდნენ და ქვაზე დანაყავდნენ, ნიშნად მუდმივი ძმობისა.
ყარაჩოღელი ძველი თბილისის ძველი თაობაა..... “სინტეზია” ქართულ-სპარსული ურთიერთობისა და სახოგადოდ აღმოსავლეთის ხალხთა ჩვენში ყონაღობისა.”
ყარაჩოღელი ქალი 
მავალზე არ ზრუნავდა. იყვნენ, რასაკვირველია, გამონაკლისებიც, რომელნიც ”შავი დღისათვის” აგროვებდნენ გროშებს, რომ მერე სამადლოდ არ მომხდარიყო მათი დამარხვა, ხილო ყარაჩოღელს კი თავისი “სამარხი კასა” ყოველთვის წელზე ჰქონდა შემორტყმული:”ვერცხლის ქამარი

    კინტო
– შექმნილია შერეული ბაზრის წიაღში, როცა ვაჭრობამ ხელობას გაუსწრო. იგი ნალექია ყარაჩოღელთა ოჯახისა, გაზრდილი ქუჩებსა და სამორინეში. კინტო, როგორც ცუღლუტი, მცირე უნარის და მცირე მოთხოვნილების პატრონი, კმაყოფილდება ორგროში - ანი მოგებით, რომელსაც დიდხანს ჯიბეში არც კი იჩერებს: ან იმდღესვე ფლანგავს მიკიტნის დახლთან, ან ყომარბაზებში აგებს.
კინტო ნიშნავს კინწით, კისრით თაბახის მზიდველს.(კვინტი ძველებურად კუდიანებსაც ნიშნავდა). კინტოს აცვია ჩითის პერანფი, წინწკლშეყრილი და მაღალსაყელოიანი, რომელსაც შესაკვრელი(მარცხენა მხარებზე აქვს)გვერდზე აქვს, მარცხენა მხრით.საყელოზე ოთხი ღილი აკერია, მაგრამ საკინძე ყოველთვის მოხსნილი აქვს. აცვია შავი ნაშურის ახალუხი (რომელსაც იშვიათად ხმარობენ), ლასტიკის განიერი შარვალი, რომლის ტოტებს ხშირად ფარფარი გააქვს; თავზე-ქეჩის ქუდი, ან “კიზორკიანი შლიაპკა”, ფეხზე-უქუსლო უსტები (საგარეოდ-გარმონისებური ეგრეთწოდებული” დაქყობილი ჩექმები”) გულზე-საათი ძეწკვით, წელზე-აბრეშუმის სარტყელი ან ვერცხლის ვიწრო ქამარი, ქამარში-უბრალო ხელსახოცი; ჩოხას სულ არ ხმარობდნენ.
ერმაკოვის გადაღებული
ფოტო
კინტო უკანასკნელი დროის მცხოვრებია-გაქსუებული, თვალმანკიერი, ჩიკორა კაცის შთაბეჭდილებას სტოვებს, რომელშიც ვაჟკაცური ელემენტი ძალიან ნაკლებადაა.
კინტოს მუსიკა-არღანია.
კინტოს მოსწრებული სიტყვა გაკვეთილი ფრაზაა, ათასჯერ ნათქვამი, შაბლონური, ყოველთვის ოორჭოფული, მშიშარა და შიშველი.

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

0 коммент.:

Отправить комментарий