ბაზრობა |
თბილისი ცნობილია,როგორც სავაჭრო ცენტრი.ამ სავაჭრო ცენტეად ითვლებოდ თათრის მოედანი. აქ მოდიოდა ყოველგვარი საქონელი და სურსათ-სანოვაგე, გავიხსენოთ საიდან რომელი სურსათ-სანოვაგე შემოჰქონდათ, შეიძლება დღესაც მოჰკათ ყური ”აღზავანს მივალ მარილზეო” , არ გაგიკვირდეთ, საუკეთესო მარილი სწორედ იქიდან შემოდიოდა ჩვენ თბილისში; მაშ ასე , რა ჩამოქონდათ და რა იყიდებოდა თათრის მოედანზე?!
შორაგალოდან,მარნეულიდან და დურნუკიდან-ფქვილი და ხორბალი;
ყარაიაზიდან-ბრინჯი;
აღდაშიდან-საზამთრო;
ზაქათალიდან-“ლეკური მსხალი”
შხლოიდან-ყველი;
თუშეთიდან და ყარაბაღიდან-ცხვარი, მატყლი, ერბო;
ჰამამლიდან-კვერცხი;
ჯაღალოღლიდან და მანგლისიდან-კართოფილი;
ლამბალუდან-კარაქი;
ყუფლიდან და ქაღზმანიდან(აღზავანიდან)-მარილი;
ბორჩალოდან-ბოსტნეულობა: ხახვი, ბადრიჯანი და სხვ;
თათრის მოედნის შუაგულში გამართული იყო ყაფანი-დიდი სასწორი,საიდანაც
როცა ყაფანზე ბორაღი იყო აღმართული, მაშინ მცხოვრებლებს უნდა ევაჭრათ. სრულ 12 საათზე ბორაღს დაუშვებდნენ და ეს იმას ნიშნავდა,რომ ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო ვაჭართა და სოფლელთა აღებ-მიცემობა.
თათრის მოედანი ეწოდებოდა გორგასლის მოედნის ადგილზე მდებარე თბილისის
თათრის მოედანი |
მოედანზე, ძირითადად, სურსათ-სანოვაგიანი სავაჭროები იყო განლაგებული. მოედნის ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე ალაფხანას ეკავა, მოპირდაპირე მხარე - მეხაშეების რიგსა და სამეფო დუქნებს. ამ რიგების უკან ე.წ. ბერძენხანა იგივე ბერძნების უბანი იყო წარმოდგენილი. სამხრეთ-დასავლეთიდან მოედანზე გამოდიოდა ე.წ. ციხის დიდი საყდარი(“სურფგეორქა”), რომლის წინ მენაბდეებისა და მედუქნეების დუქნები იყო განლაგე-ბული. ამ მხარეზე მოედანს ერწყმოდა ლილახანა. ალაფების გარდა, მოედანზე იყვნენ განლაგებულნი ბაყლები, მეთევზეები, ყასაბები.
თათრის ბაზრის გარდა, თბილისში სხვა ბაზრებიც იყო: ავლაბრის, სადაც სურსათ-სანოვაგით ვაჭრობდნენ და ერევნის მოედნის, სადაც დილაობით იყიდებოდა შეშა და თივა.
ალაფხანა-მარცვლეულით და ფქვილით მოვაჭრეთა რიგებს ეწოდებოდა.
ლილახანა-მღებავთა რიგს.
სურფგევორქი-ციხის ეკლესიის სომხური სახელი, რაც წმინდა გიორგის ეკლესიას ნიშნავს, რომელიც XVII ს. აღადგინეს. განძის ეკლესიის აღების შემდეგ გადაიქცა სომეხ-გრიგორიანების საეპისკოპოსო ეკლესიად.
ალაფხანა-მარცვლეულით და ფქვილით მოვაჭრეთა რიგებს ეწოდებოდა.
ლილახანა-მღებავთა რიგს.
სურფგევორქი-ციხის ეკლესიის სომხური სახელი, რაც წმინდა გიორგის ეკლესიას ნიშნავს, რომელიც XVII ს. აღადგინეს. განძის ეკლესიის აღების შემდეგ გადაიქცა სომეხ-გრიგორიანების საეპისკოპოსო ეკლესიად.
0 коммент.:
Отправить комментарий