” თბილისის ქუჩებში სახელოსნოებსა და დუქნების დარაბები ერთმანეთს მიჯრით
მიჰყვებოდა... ”ვის და რას არ ნახავდა აქ კაცი-მკალავი, მღებაჰი, (ნაყინში) მჩითავი, ფეიქარი, მართველი...ჭურჭელი სპილენძისა და თიხის, ხალიჩები, ვერცხლი და სხვადასხვა სანოვაგით სავსე დუქნები...აღმოსავლყრი ტკბილეულითა და ხმელი ხილით ვაჭრობდნენ ინით წითლად ჭვერშეღებილი მდუმარე სპარსელები და ეჟვნების წკარუნით მიჰყვებიდნენ გილოვნის გამზირს “რიყის’ მიმარულებით აქლემის ქარავნები-კლინ, კლინ, კლინ, კლანგ, კლანგ...”(XXს. 30-იანი წწ.ნ ბროლაშვილი)
ხმაურობდნენ სახელოსნოები. “ღია დუქნებში თოქმაჩები წითელი სპილენძის ფურცლები დან ქვაბებს აკეთებენ. ერთფეროვანი დარტყმებისგან საშინელი ხმაურია. მჭედლები უროზე ჩაქუჩის ცემით ჰქმნიან ასევე საშინელ მუსიკალურ ორატორიას. თიხის მეჭურჭლენი ძერწავენ წყლისა და ღვინისათვის კოკებს. ოქრომჭედლებისა და ვერცხლისმჭედელთა მწკრივებში ხელოსნები ქუჩაში ადნობენ და სჭრიან ოქროს ად ვერცხლს. სხვებს გამოჰყავთ ბეჭდები, საყურეები და სხვა სამკაულები. მეწაღეები, დერციკები და ჭონები სჭრიან და ჰკერავენ, აბრახუნებენ და ჰყვირიან, დამჯდარნი იღებენ შეკვეთებს, სამოსს აზომებენ მუსშტრებს, აბარებენ დამზადებულ შეკვეთებს. ” უნებურად მახსენდება ნინო ტაბიძის მოგონებები: “ერთ მშვენიერ დღეს ტიციანმა მთხოვა, შაითნ-ბაზარში გავყოლოდი. დიდი ხანია მინდო და აქლემების ნახვა. იმხანად შაითნ ბაზარში აქლემების ქარავნები ჩამოდიოდნენ
იქვე, სიონთან, ერთ მოსახვევში, პირდაპირ ქუჩაში, ხალიჩებს შლიდნენ ხოლმე. ძალიან მიკვირდა. არ ვიცოდი, რაში იყო საქმე. შემდეგ სანდრო ყანჩელმა ამიხსნა: თურმე ნუ იტყვით, ახალ ხალიჩას რაც უფრო მეტი ფეხი მოხვდება, მოთ უკეთესია”
შეითანბაზარი - თათრის მოედნის ერთ-ერთი სახელწოდება.
ზარგარხანა - ასე ერქვა ოქრომჭედლების რიგებს.
თბილისში ოქრომჭედელთა რიგები აწინდელ ვერცხლის ქუჩაზე იყო განლაგებული.
თბილისი ხელოსნური მრეწველობის ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი იყო მთელს ამიერკავკასიაში. თბილისის მრავალრიცხოვანი მოსახლეობის დაკმაყოფილება პირველი მოთხოვნილების სამრეწველო საქონლით ფართოდ განვითარებულ ხელოსნურ მრეწველობას შეეძლო. მართალია, თბილისი გაცხოველებულ საგარეო ვაჭრობაში იყო ჩაბმული, მაგრამ შემოტანილი საქონლის ძირითადი მომხმარებელი ფეოდალური არისტოკრატია და ქალაქის მოსახლეობის ზედა ფენები იყო. ქალაქის მშრომელი მოსახლეობის მოთხოვნილებას უმთავრესად ადგილობრივი ხელოსნური წარმოება აკმაყოფილებდა.
თბილისში განვითარებული იყო სამშენებლო მასალების წარმოება: კარაქის, აგურის, კრამიტის... ამის გამო მრავლად იყვნენ მეაგურენი, მეკრამიტენი.... და მშენებელი ხელოსნები: ქვის მთლელები, კალატოზები, ხუროები, დურგლები.
თბილისში ხელოსნობის მნიშვნელოვანი დარგი იყო საფეიქრო წარმოება. კერძოდ, ლაინის, ჩითის, ტილის, აბრეშუმის ქსოვა, ღებვა და კერვა. მრავლად იყვნენ ხელოსანი მქსოველები-მჩითავები, მღებავები, მკერავები, ჭონები,(მექუდეები)მექურქეები, ხარაზები.
განთქმული იყო თბილისელი იარაღის მკეთებელი ხელოსნები, რომელთა პროდუქცია ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქალაქში გადიოდა.
მრავლად იყვნენ ყოველდღიურად სახმარი ჭურჭლის ხელოსნური მეჭურჭლეები ოქრომჭედლები, მხატვრები, ზეიკლები, ნალბანდები, მეშარბათენი, მეზანდუკეები, სარაქები, დალაქები, ხაბაზები, მეუნაგირეები....
5 коммент.:
გმადლობთ ,საინტერესო,ამომწურავი ინფორმაციაა...
Kaia
დიდი მადლობა ეხლა 10ანს მივიღებ ისტორიაში
დიდი მადლობა მეც 10 ქულას მივიღებ ისტორიაში
მართლაც რომ
Отправить комментарий