ისტორიკოსი ნინო აბულაძე. Технологии Blogger.
RSS

ტრანსპორტი

     

 
 როგორც ბარონ ტორნაო გადმოგვცემს, “ქალაქში არ იყო ქვაფენილები. მათი უქონლობა მშრალ ამინდში ისე არ იყო საგრძნობი, მაგრამ საკმარისი იყო ცოტა წამოეწვიმა, როომ მთელი ქუჩა გაუვალი ლაფით გასვრილიყო. თვით საქართველოში თავადაზნაურობა ქალი თუ კაცი, უმეტეს შემთხვევაში მოგზაურობდნენ ცხენებით იშვიათად ურმით ან ტახტრევნებით. მოქლაქენი და რუსის ოფიცრობა უპირატეხობას აძლევდა ცხენებით მოგზაურობას.” დიმიტრი ყიფიანი აღნიშნავს, “მისვლა-მოსვლა თბილისში ჩვენი უშნო ურმებით ან ბედაური ცხენებით იყო. მაგრამ ასეთი საშუალება დიდად უხერხული იყო ავდარში,როდესაც მშვენიერ სქესს უნდა დაემშვენებინა მთავარმართებლის მიერ გამართული საღამოები და ბალები. შუა საუკუნეებში ქალაქის შიგნით ტვირთების გადაზიდვა ცხენისა და სახედრის საშუალებით წარმოებდა XIX საუკუნიდან, ქალაქში მგზავრთა გადაყვანის მიზნით, გავრცელებული იყო ეტლი.1790 წელს პეტერბურგიდან საქართველოში ოჯახით
დაბრუნებულმა გარსევან ჭავჭავაძემ ჩამოიტანა პირველი კარეტა თბილისში. ოთხი წლის ალექსანდრე ჭავჭავაძე პირველი დასრიალებდა კარეტით თბილისში. როგორც ი. მეუნარგია გადმოგცემს, ბედისგან განებივრებული ალექსანდრე თავის ფრანცუზის მეცნიერებას ისმენდა და თავისუფალ დროს დასეირნობდა მამამისისგან ჩვენში გადმოტანილი კარეტით. მოგვიანებით ეტლებს “ადინაჩკები” მოჰყვა. ა. ჭავჭავაძე იყო პირველი კაცი ქალაქში, რომელიც ადინაჩკამ იმსხვერპლა..”მშვენიერი ყარაბაღული ცხენი შეაბა მის “ადინაჩკას“ ქუჩერმა, და ალექსანდრე დაეშვა პარადის ფორმით მორთული ჭავჭავაძის ქუჩით. როცა ის დაუხლოვდა გოლოვინის პროსპექტს, უეცრივ ერთმა დედაკაცმა სახლიდან საპნიანი წყალი გამოიტანა და ქუჩაზე გადაღვარა, სწორედ იმ დროს, როდესაც იმას გაუსწორდა ალექსანდრეს ეტლი. ცხენი დაფრთხა, წაართვა თავი ქუჩერს. შეშინებულმა ქუჩერმა მოსძახა ალექსანდრეს: “კნიაზო, მე ამის დაჭერა არ შემიძლია, თავს უშველეო“. _ ალექსანდრემ იფიქრა ქუჩრის მიშველება, წამოიწია და რომ უნდა სწვდომოდა აღვირს, მისი გრძელი შინელის მარჯვენა კალთა მოჰყვა ბორბალს და ზედ დაეხვია, ფეხზე წამომდგარი ალექსანდრე ძირს გადმოაგდო. ეს გადმოვარდნა სასიკვდილო შეიქმნა, დაეცა თავით. გრძნობა მიხდილი ალექსანდრე შეიყვანეს სახლში საცა ცოტა ხანი იცოცხლა.”იონა მეუნარგია – ალექსანდრე ჭავჭავაძე
   “პირველი კალიასკა თბილისის პირველი სამხედრო გუბერნატორისა, გენერალ-ადიუტანტ ნიკოლოს მარტვიანის ძე სიპიაგინისა, თბილისის ქუჩებში გამოჩნდა სპარსეთის ომის დროს 1826-1828 წლებში”-აღნიშნავს დ. ყიფიანი.
გაჩნდნენ ”დროშკები? და :ეკიპაჟები”, გამოვიდნენ ”ბირჟის” ეტლებიც. ”მე მახსოვს თბილისში პირველი გამოსვლა ბირჟაზე, მეეტლე ცაკანას ”დროშკებისა” - წერს დ. ყიფიანი.
მოგვიანებით განჩდა კონკაც-საქალაქო რკინიგზა, რომლის ვაგონში ცხენები იყო შებმული. (XIX ს. 80წწ). რკინიგზის გაყვანამდე ტივს, როგორც მიმოსვლისა და საქონლის გადასაზიდ საშუალებას, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ტივზე მგზავრობისა და საქონლის გადაზიდვის გარდა, მექლის-ქეიფებსა და ქორწილებსაც აწყობდნენ.
ი. გრიშაშვილი (”საიათნოვა”) მოგვითხრობს: ”მთვარიან ღამეს ექვს ტივს ერთმანეთზე გადააბამდნენ და მტკვარზე ქორწილს იხდიდნენ: აქეთ ნეფე-დედოფალი იყო მღვდლით, ეჯიბით და მდიდრებით; იქით ნაქვთიერი ბიჭები”








            

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

0 коммент.:

Отправить комментарий