ძველი თბილისი ელენე ახვლედიანი |
თბილისი ხელოსნური მრეწველობის ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი იყო მთელს ამიერკავკასიაში. თბილისის მრავალრიცხოვანი მოსახლეობის დაკმაყოფილება პირველი მოთხოვნილების სამრეწველო საქონლით ფართოდ განვითარებულ ხელოსნურ მრეწველობას შეეძლო. მართალია, თბილისი გაცხოველებულ საგარეო ვაჭრობაში იყო ჩაბმული, მაგრამ შემოტანილი საქონლის ძირითადი მომხმარებელი ფეოდალური არისტოკრატია და ქალაქის მოსახლეობის ზედა ფენები იყო. ქალაქის მშრომელი მოსახლეობის მოთხოვნილებას უმთავრესად ადგილობრივი ხელოსნური წარმოება აკმაყოფილებდა. თბილისის მოსახლეობის მნიშვნელოვან სავაჭრო მომსახურებას ქარვასლა უწევდა. ისინი მსხვილ ვაჭრებს ეკუთვნოდათ. ქარვასლაში ადგილობრივი ვაჭრები სხვადასხვა საქო-ნლით ვაჭრობდნენ. ჩამოსული ვაჭრებისათვის ქარვასლა ერთდროულად სავაჭრო და საცხო-ვრებელი ადგილი იყო. ზედა სართულები მოსასვენებელ ოთახებს ეთმობოდა; შიდა ეზოში მოწყობილი იყო ცხენებისა და აქლემების სადგომი, ხოლო შენობის სარდაფი ვრცელ საწყობებს ეკავა.
ბატონიშვილების ქარვასლა, სიონის ეკლესიის მახლობლად, XVIIIს. აშენებული.
სიონის მიმდებარე ტერიტორია |
არწრუნის ქარვასლა-ქარვასლა, რომელიც მეფე როსტომს აუგია 1650 წელს სიონის გვერდებზე და შემდეგ თბილელისათვის უბოძებია, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას დანგრეულა. სწორედ ამ ქარვასლის ნანგრევებზე აშენდა XIXს. არწრუნის ქარვასლა. არწრუნის ქარვასლა სამსართულიანი იყო. მას ჰქონდა 33 სასტუმტო ოთახი, 25 დუქანი, საწყობები და სარდაფები.
(გამბას ცნობით 1818 წ. გეურქ აღა-არწრუნმა “ააგო აქ ვებერთელა ქარვასლა. ამ შენო ბისათვის საჭირო მიწის ნაჭერში, რომელიც სიგანით 8 საჟენს, ხოლო სიგრით 30-40 საჟენს არ აღემატებოდა, მან მისცა 81000მან. ასიგნაციით)?!
”ბნელ რიგში” მოთავსებული იყო მემეთოვების ქარვასლა.
თეკლეს ქარვასლა- მე-17ს. სიონის მოპირდაპირე მხარეზე მეფის ფუნდუკი აშენდა.
აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შედეგად დანგრეული შენობის საძირკველზე ახალი, თეკლე ბატონიშვილის ქარვასლა ააგეს.
სარაჯიშვილის ქარვასლა, აშენებული 1823 წელს. მას ჰქონდა 18 სასტუმრო ოთახი, 9 საწყობი, 5 მაღაზია.
სარქისოვის ქარვასლა-უმთავრესად აზიური საქონლით ვაჭრობდა. აგებული 1820 წელს.შესდგებოდა 30 სასტუმრო ოთახისა,73 დუქნისა, ასწყობისა და სარდაფებისაგან.
ქარვასლების გვერდით დაჩნდა ევროპული ტიპის მაღაზიებიც.
თეკლეს ქარვასლა- მე-17ს. სიონის მოპირდაპირე მხარეზე მეფის ფუნდუკი აშენდა.
აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შედეგად დანგრეული შენობის საძირკველზე ახალი, თეკლე ბატონიშვილის ქარვასლა ააგეს.
სარაჯიშვილის ქარვასლა, აშენებული 1823 წელს. მას ჰქონდა 18 სასტუმრო ოთახი, 9 საწყობი, 5 მაღაზია.
სარქისოვის ქარვასლა-უმთავრესად აზიური საქონლით ვაჭრობდა. აგებული 1820 წელს.შესდგებოდა 30 სასტუმრო ოთახისა,73 დუქნისა, ასწყობისა და სარდაფებისაგან.
ქარვასლების გვერდით დაჩნდა ევროპული ტიპის მაღაზიებიც.
ლაბიელის სახელგანთქმული მაღაზია (ლაბელის ქალი დაუბარებია თბილისში აბრაშუმხვევის ფაბრიკის მეპატრონე კასტელას, რომელიც მალე გარდაიცვალა.)
“საკანდიეტერო ქ-ნ ლაბიელისა”-შუა ბაზრის კუთხეში.
ბლოტის მაღაზიაში შეიძენდით: სხვადასხვანაირი აბრეშუმის ქსოვილებს, მაუდს, ფლანელს, ავეჯის გადასაკრავ მატერიას, ბაბთას, სალეჩაქეს, ხავერდს, ბატისტს, ქალის ეკერილ ტანსაცმელს, ხელოვნურ ყვავილებს, შლიაპების გასაწყობ ფრთებს, ჰოლამდიის ტილოს, ქალისა და მამაკაცის ხელთათმანებს, ნელსაცხებლებს, ქოლგებს...(ფრანგული მრეწვწლობის საუკეთესო ნაწარმოებებს)
ქ-ბლოტის მერე უნივერსალური ხასიათის მაღაზია ჰქონდა ტოლეს.
0 коммент.:
Отправить комментарий