საგანმანათლებლო ბლოგი ძველი თბილისის გამოყენება ხდება
მე-9 კლასში, როდესაც მოსწავლეები გადიან მე-19 საუკუნის საქართველოს
მისი გამოყენება ასევე შეიძლება მე-10 კლაში
რაც შეეხება მთავარ საკითხს, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ბლოგი
და როგორ ვიყენებ მას საგაკვეთილო სივრცეში მოკლედ მოგახსნებთ
კლასი დავყავი 5 წყვილად და 5 4 კაციან ჯგუფად (მოსწავლების რაოდენობიდან გამომდინარე)
ასევე გამოვყავი 2 შემფასებელი, რომელიც აკვირდებოდა ჯგუფების სამუშაო რეჟიმს ;
თითოეულ ჯგუფსმივეცი დავალებად იმ მასალების გადამუშავება,
რომელიც მის ჯგყფს შეხვდა, ანუ ბლოგიდან ერთი ელექტრონული გვერდისა და შემდეგ ამის
მიხედვით პრეზენტაციის აგება, შეეძლოთ პლანშეტების გამოყენებით ელექტრო პრეზენტაცია
, შეეძლოთ ფლიფჩარტების გამოყენებით ვიზუალურად, ხელით აწყობილი პრეზენტაციის წარდგენა
;
გავედი ე.ს.გ -ს შედეგებზე
ისტ.IX.2. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს სხვადასხვა ისტორიული
ეპოქის საქართველოში
ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.
შედეგი
გახდა თვასაჩინო, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს
·
წერილობითი სახით შეუძლია ჩამოაყალიბოს თავისი თვალსაზრისი
საქართველოს ეკონომიკაში უცხო ქვეყნის მმართველობით გამოწვეული დადებითი
და უარყოფითი ცვლილებების შესახებ;
·
მსჯელობს, თუ
როგორ იცვლებოდა საქართველოში სოფლის მეურნეობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის
განვითარებასთან ერთად, ადარებს განსხვავებულ
ეპოქებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სოფლის მეურნეობის ტრადიციული
დარგების განვითარებას;
·
მსჯელობს სხვადასხვა
ეპოქაში
ამა თუ იმ
რეგიონთან თუ სივრცესთან საქართველოს ეკონომიკური
ურთიერთობების შესახებ
.
ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა
ქართული კულტურის სხვადასხვა
დარგის
ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.
შედეგი
გახდა თვასაჩინო, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს
·
მსჯელობს ყველაზე
მნიშვნელოვან ქართული
და უცხო კულტურის
ურთიერთობისა და ურთიერთგავლენის შესახებ.
ჩვენს მიერ განხორციელმა აქტივობამ მოგვცა საშუალება
ჩვენი გაკვეთილი ყოფილიყო ინტერაქტიული , მასალების მრავალფეროვნებამ მოგვცა საშუალებ
ბლოგიდან გამოგვეყენებინა როგორც ილუსტრაციები, ასევე წერილობითი წყაროები
ბლოგის შეფასებიდან მხოლოდ ერთ საკითხზე გავამახვილებ
ყურადღებას- მასწავლებლებისათვის არ არის ონლაინ სისტემაში ასეთი წყობით საგანმანათლებლო
ბლოგი , არსებული მასალა სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ასევე მოსწავლეებში
ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობას და ზოგადად მაღლდება ედიაწიგნიერების
უნარები
ისტორიის მასწავლებელი ნინო აბულაძე
0 коммент.:
Отправить комментарий