ისტორიკოსი ნინო აბულაძე. Технологии Blogger.
RSS

ტანსაცმელი

ჯერ კიდევ ადრეფეოდალური ხანის თბილისში  მუშაობდნენ მეწაღეების, თერძების, ჭონების  ამკრელ ორგანიზაციებში გაერთიანებული ხელოსნები, რომელთა საშულებით იქსოვებოდა და იკერებოდა სხვადასხვა  მასალისა და დანიშნულების ჩასაცმელი.
შუა საუკუნეებში, როგორც ისტორიული დიკუმენტებიდან ჩანს, ხელოსნები ტანსაცმლის დასამზადებლად იყენებდნენ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხო ქვეყნებიდან შემოტანილ ქსოვილებს. XVII—XVIII სს მზითვის წიგნებში არა ერთხელ არის ნახსნები რუსული,ინდური,სპარსული,ფრანგული და  ინგლისური ქსოვილებიდან დამზადებული სამოსელი.
XIX  საუკუნიდან ქართველთა ჩაცმულობაში სათანადო ცვლილება იწყება. რუსეთის საშუალებით საქართველოში ფართოდ ვრცელდება ევროპული ჩაცმა-დახურვა. პირველ ხანებში ეს ცვლილება მასალას შეეხო, ხოლო შემდეგში ტანსაცმლის ელემეტებში გადაინაცვლა. ამავე პერიოდში აქტიურად იწყებს გავრცელებას მზა ნაწარმიც, რომლის პირველი მომხმარებლები ქალაქის მცხოვრებნი არიან.
მიუხედავად ევროპული მოდის გვრცელებისა, რომელიც პირველ რიგში  სოციალურად აღზევებულ ფენაში ისადგურებდა, მოსახლეობის ფართო მასები, ისევ ძველ, ”ქართულ ჩაცმულობაში” იყვნენ გამოწყობილნი.
ქართული ეროვნული ტანსაცმლის ძირითადი თავისებურებანი ფორმის დახვეწილობა და სინატიფე, რომელიც ხაზს უსვამს სხეულის  სილამაზეს, იგი წელზეა გაწყობილი, შეხამებულია ფერთა  ჰრმონია, გათვალისწინებულია პირისახის, კანის და თვალის გუგის ფერები.
ქალის კარგად ცნობილი ”ქართული ჩაცმულობის” ძირითად ელემენტს ორნაწილიანი /ზედატანი,ქვედატანი/ კაბა შეადგენს. ამისათვის გავრცლებელი ელემენტებია - საგანგებოდ მორთული გულისპირი, ორტოტა სარტყელი და სახელოები - ”ყურთმაჯები, რომლებიც არამარტო ავსებენ არამედ დეკორატიყლად აფორმებენ კაბას.                                        
კაბას ზედატანი ტანზე მჭიდროდ უნდა ყოფილიყო მორგებული და მისი გახსნილი  ნაპირები ზონრებით დამაგრებული. ზედატანს მხოლოდ ზურგით ამაგრებდნენ ქვედაბილოსთან.  ზედატანის  გულისპირს დიდად ამოიღებდნენ, რომელსაც  ავსებდნენ საგანგებოდ მორთული გულისპირით. გულისპირისა, სარტყელის და სახელოებისათვის ერთნაირი მასალა უნდა შეერჩიათ და მათი მხატვრული გაფორმებაც ეთ სტილში იყო შესრულებული რითაც გულისპირი მოიქარგებოდა/აბრეშუნის ძაფი, ოქრომკედი, მძივი/ იმითვე უნდა, გაწყობილიყო სარტყელიც, ასევე იქცეოდნენ სახელოების მიმართ.
ფერსა და ორნამენტს კაბის გაფორმებაში საგანგებო ყრადღება  ექცეოდა. ახალგზრდა ქალისათვის მიღებული იყო თეთრი, ვარდისფერი, ანუ პირისფერი, იისფერი ანსაცმელი; შუახნის ქალებისათვის - ლურჯი, სოსნი, უნაბისფერი, ალუბლისფერი, ლაჟვარდის ფერი, ხანში შესულებისთვის თალხი ფერები.
ქართული კაბის შემკობაში არბობდა მცენარის ორნამენტი - მუხის ტოტი რკოთი, ვაზი ყურძნითურთ, პურეულის ძნები, ვარდები და ცხოველური ორნამენტები, თევზები /ნაყოფიერების სიმბოლო/, ფრინველები.
კაბის ზემოდან დათბილული ქათიბი ეცვათ. მის დასამზადებლად გამოიყენებოდა სხვადასხვა ფერის ხავერდი, სარჩულად აბრეშუმი ნ ბეწვი. ქათიბს  ჰქონდა გადაჭრილი ზურგი და წინა კალთები.ზედა ნაწილი სხეულზე იყოგამოწყობილი, ქვედა - განიერი. ქათიბის სიგრძე აღწევდა მუხლებამდე. ეს სამოსიელი საგანგებოდ იყო მორთული საყელოსა და ნაპირების გარშემო ბეწვის არშია, ნაქარგით იყო დამშვენებული დეკორატიული სახლოების ბოლოები ”ყოშეძი” ნაქარგი კეთდებოდა ფერადი ძაფით, მძივებით, ზოგჯერ მარგალიტებითაზ.
საცვლები შედგებოდა აბრეშუმის გრძელი პერანგისა და გრძელტოტება ქვედა საცვლისაგან. ”შეიდიში” იკერებოდა ჟოლოსფერი ყანაოზისაგან და ტოტებზე ოქრომკედით იქარგებოდა.
ფეხებზე ბამბის ან აბრეშუმის ძაფით  მოქსოვილი წინდები ემოსათ და ჩუსტები, ან მაღალქუსლიანი და ჭვინტიანი  ქოშები ეცვათ.
ამ კასტუმთან ატარებდნენ მისთვის დამახასიათებელ თავსაბურავს, რომლის საერთო ზოგადისახეჯწოდება  ”ქართული თავხერვა” თავსაბურავს რამდენიმე ელემენტი ჰქმნიდა: ორი დიდი თავსაბურავი - ერთი ბლონდის ან ტულისთხელი ლეჩაქი, ამის ზემოდან აბრეშუმის ”ბაღდადები”.ლეჩაქის ქვეშ თვზე ჩიხტი ედგათ ზედ ნაქარგი თავსაკრავით. ჩიხტის შიგნით ბამბით გატენილ მორკალურ კოპს ათავსებდნენ, რომ ზედ ქინძისთავით თავსაფრებით დაემაგრებინათ. აღნიშნული თავსაბურავი თავისებურ ვარცხნილობას მოითხოვდა - წინ ორ კავს, ხოლო უკან - ორ ნაწნავს.
   გარეთ გამოსვლისას ამ ტანსაცმელზე ქალები საბურავს ისხამდნენ. ეს ჩვეულება თბილისში იყო გავრცელებული. თედორე ტორნაუ აღნიშნავდა: ”ქართველი ქალები, ახალგაზდები და მოხუცები ძლიან კოხტად და ნაზად იბურებიან, მხოლოდ თვალები უჩანთ”.
    როგორც უკვე აღვნიშნეთ, საუკუნიდან ქართველთა ჩაცმულობაში სათანადო ცვლილება იწყება. პირველ ხანებსი ეს ცვლილება მასალას შეეხო, ხოლო შემდეგში ტანსაცმლის ელემენტებსი გადაინაცვლა. ქოშები - ”ბატინკებმა” შეცვალა, ლეჩაქის ნაცვლად მოდიოდა ”შლაპა” /”ზოგიერთ წარჩინებულ მანდილოსანთ ახურავთ  მოსირმული ან მერდინიანი და ბადიანი შლიაპები ხელში ქოლგები უჭირავთ”/ . შემოვიდა ყოვლად უცნაური კაბა ”ხაბარდაც”, როგორც ”ცისკარი” აღნიშნავდა, ”ხაბარდაც მოდად გახლავთ შემოღებული. არა რა მოდაა თქვენი ჭირიმე მაშინ, როდესაც რომ ქალსა, როგორ ქალს? ესეც უნდა მოგახსენოთ, იმისთანა ქალს, რომელიცა ისრე რომ დავაყენოთ, სწორედ ერთი ციდა ალაგი უჭირავს, და ხაბარდით იმდენი ალაგი  უპყრია და იმდენი დედამოქი სივრცე, რომლზედაც შეიძლება ათი კაცი მოთავსდეს”

/1860 წ. ნომ 6/
    გაჩდნენ მოდური ყაიდის მკერავებიც. ერთი პირველთაგანი ოდესიდან ჩამოსული მკერავი რური იყო. რუარს ჭრა-კერვის მასწავლებელი ველნერი /ბრესლავის მცხოვრები/ მოჰყვა.
    ეროვნულ ტანსაცმელ შეჩვეულ ადამიანისთვის არც ისე იოლი იყო ახლი ტიპის სამოსთან შეგუება. ხშირად ჩაცმულბა ევროპული იყო, მაგრამ მმიმოხვრა აზიური. ჟურნალ მნათობში თორელი შენიშნავდა: ”აი, მოდიან ევროპულად ჩაცმულები, მაგრამ ფეხის გადადგმაში მაინც ემჩნევთ, რომ ჩვენები არიან”.
 / 1869, ნომ 9-10/


     ქართული ჩასაცმელი მამაკაცებისათვის გრძელი ჩოხა - ახალუხი იყო სათანადო  ფეხსამოსითა და ცხვრის ტყავის ქუდით. მამაკაცის ტანსაცმელი ქალის ტანსაცმელთან შედარებით უფრო ერთფეროვანი იყო. ეთნოგრაფიული მასალებით მამაკაცის ტანსაცმელის აუცილებელ სამკაულს ვერცხლის ნივთები და იარაღები შეადგენდა. ვერცხლისთავიანი მასრიბი - ქილები ჩოხის საქილეებში ეწყოთ, ვერცხლის ნაწილებინი  ქამარი წელზე ეკეთათ და ზედ ვერცხლის ქარქაშიან ხანჯალს იკიდებდნენ. მაღალი წოდების წარმომადგენლები ხმალსაც  ატარებდნენ. სწორედ ამოტომ ოქრომჭედლის წამყვან თემად იარაღის მხატვრული გაფორმება გახდა. მგზავრობაში  თბილი და წვიმაგაუტარებელი ნაბადი ეხურათ, რმელიც უამინდობისაგან მხედართან ერთად ცხენსაც იცავდა.

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

0 коммент.:

Отправить комментарий