თ ბ ი ლ ი ს უ რ ი ა ბ ა ნ ო ე ბ ი
ჭრელი აბანო |
თუ X-XVსს.თბილისური აბანოების შესახებ ძირითადად უცხოელთა ცნობები გვაქვს, XVII-XVIII სს. ჩნდება ქართული დოკუმენტური მასალაც, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისური აბანოების დიდი ნაწილი კერძო პირთა საკუთრებას წარმოადგენდა და ესა თუ ის აბანო თავისი პატრონის სახელით იყო ცნობილი: მელიქ ელანას, დაუთხანის, ყიასა ვეზირის აბანო და ა. შ. ან ზოგადად იწოდებოდა სახალხო აბანოდ, სიხის აბანოდ, დიდ აბანოდ, პატარა აბანოდ...
აბანოთი სარგებლობისათვის ნიხრები იყო დაწესებული, რითაც აბანოს პატრონებს გარკვეული შემოსავალი ჰქონდათ.
თბილისური აბანოები არა მარტო ჰიგიენურ-სამკურნალო დაწესებულება
იყო(შარდენის ცნობით, თბილისში გოგირდის წყალს სამკურნალოდ იყენებდნენ), არამედ ხალხის თავშეყრის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის, საჭირბოროტო თუ ყოფითი საკითხების გადაწყვეტის და გართობის ადგილიც.
აბანო ყარაჩოღელებისათვის ბოჰემის ის შემადგენელ;ი ნაწილი იყო, ურომლისოდაც ქეიფი ქეიფად არ მიაჩნდათ, ამიტომ იყო, რომ მათი ქეიფი, ბაღებში დაწყებული, უეჭველად აბანოთი თავდებოდა.
თბილისელ ქალებს გარდა ძირითადი მოვალეობისა-შვილების აღზრდასა და საოჯახო საქმეებსა, კოპწიაობაც უყვარდათ. მოხდენილ ტანსაცმელთან და ლამაზ სამკაულებთან ერთად მათთვის უცხო არ იყო პირის კანის და წარბ-წამწამ-თმის შერებვა და მოვლა–გალამაზება.სამშაბათი დღე ქალთა დღედ ითვლებოდა. ქალები ცდილობდნენ, რომ მათი აბანოში გამგზავრება კაცსის თვალს არ დაენახა, ამიტომ იყო, რომ მათ აბანოში წამსვლელი ქალები დილაადრიან, სისხამზე მიდიოდნენ და საღამოთოი ბინდისას ბრუნდებოდნენ.
ქალები აბანოში მარტო საბანაოდ არ მიდიოდნენ, თან სარეცხიც უნდა წაეღოთ, შეჰკრავდნენ სარეცხს ბოღჩაში, აჰკიდებდნენ ზურგზე დუქნის შეგირდებს და ამგვარად, მთელი ქარავანი მიემგზავრბოდა აბანოში.
აბანოში ქალები მთელი დღით რჩებოდნენ, იქვე საუზმობდნენ და სადილობდნენ კიდეც. მერე ჩაის სმა იწყებოდა. აშუღი გერმიაშაანთ უსინათლო მაია სიმღერით ართობდა ინადადებულ ქალთა მარაქას. ეს იყო მათი კლუბიცა და თეატრიც. ბანაობის შემდეგ საგანგებო საღებავებით ხდებოდა პირის კანის დამუსავება. წარბ-წამწამ-თმის შესაღებად კი ხმარობდნენ ინას, გუნდის ხის ნაყოფს, სურმას და მურს. საღებავი ოქრო-ვერცხლისგან ან სხვა მასალისგან დამზადებულ მომცრო ნაყოფად ნაკეთებ კოლოფებში ან საგანგებოდ დამზადებულ პარკებში ინახებოდა.
ხოჯას აბანო – თბილისის ციხის ფარგლებში განლაგებულ “ციხის აბანოს” ქალაქელები “ხოჯას აბანოსაც” ეძახდნენ. ი.გრისაშვილი ამის თაობაზე, თეიმურაზ ბატონიშვილზე დაყრდნობით წერდა” ამ ციხის აბანოს უწოდებდნენ, აგრეთვე, საჭურის ხოჯა არამაჰმადის აბანოს. ტფილისის აღების დროს ეს ხოჯა შევიდა აბანოში,გაუკვირდა იკეთე ტფილისისა, მოეწონა წყალნი წმინდანი ყოვლითურთ, აღუმღვრეველნი და მარგებელნი მაგრამ სენისაგან ვერ განიკურნა, გაბრაზდა და ბრძანება გასცა, აბანოები ძირიანად დაენგრიათ.”
ი. გრიშაშვილის მოწმობით, ქალების საერთო აბანოდ მხოლოდ ციხის ანუ ხოჯას აბანო იყო და გამოიტჩეოდა სივიწროვით.”დღესაც თუ სადმე ჩხუბი და ყაყანი ატყდება, იტყვიან” ხოჯას აბანოა?
რიჩარდ იულბრაჰამის აღწერით, “იქ აბანოა, ორივე – ქალაქის აზიურ ნაწილში. მიჩვენეს დარბაზი, რომელშიც სამი აუზია სხვადასხვა ტემპერატურის წყლით. ერთ მადგანში, კლდიდან გადმოსჩებს ბუნებრივად ცხელი წყალი, რომელშიც ხელიც კი ვერ ჩავყავი. წყალი გამჭვირვალეა, მაგრამ გოგირდით არის გაჯერებული”.
0 коммент.:
Отправить комментарий